დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი უკვე "დელტა შტამზე" მოდის.
"დელტა შტამზე ჩვენ შეფასებითი მაჩვენებლებით ვსაუბრობთ, 30-დან 40%-მდეა, მაგრამ ძალიან ხშირია. იგივე ლუგარში თითქმის ნახევარი, მაგრამ მარტო ლუგარით ვერ ვიმსჯელებთ, ლუგარში დადებითი შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი დელტა არის უკვე", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი დღეში დაახლოებით, 10-12%-მდე მერყეობს.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრებში, დიდ მოლებში უახლოეს პერიოდში ამცრელი სივრცეები მოეწყობა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შემთხვევების რაოდენობა წინა ტალღების მსგავსად არ გაიზარდოს.