ზუგდიდში, მამა-შვილის ჩაცხრილვის ექსკლუზიური კადრები | სათვალთვალო კამერის ჩანაწერები

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" მოიპოვა ზუგდიდში, მამა-შვილის ჩაცხრილვის ექსკლუზიური კადრები. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში გუშინ მომხდარი თავდასხმა ჩანს.

მანამდე კი ამ წუთებში ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში, დაკავებულ ზ.კ. უფლებადამცველები ხვდებიან. როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვეს, საქმის მასალებს ჯერ არ იცნობენ და პროცესში ოჯახის მოთხოვნით ჩაერთვნენ. 

შსს-ს ცნობით, ზ.კ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  ოფიციალურად მას ბრალს დღეს წარუდგენენ. 

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს, დილით, "საკონსერვოს დასახლებაში" ბენზინგასამართ სადგურზე მამა-შვილს ცეცხლი გაუხსენს. 65 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი შვილი კი გია ლაგვილავა დაჭრილია და საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მომხდარის მოტივი,სავარაუდოდ, ბიზნესდავა იყო.

 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი