ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ზ.კ. დაკავებულია. სამართალდამცავებმა ნივთმკიცებად იარაღიც ამოიღეს.

დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ხოლო, მეორე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი", - წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით "საკონსერვოს დასახლებაში" ბენზინგასამართ სადგურზე მამა-შვილს ცეცხლი გაუხსენს. 65 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი შვილი კი გია ლაგვილავა დაჭრილია და საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, ბიზნეს დავა იყო. ამავე თემაზე: 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი