თბილისში, კოვიდინფიცირებული ჩვილი, 3 კვირის შემდეგ მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

გამოქვეყნდა:

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია, - ამის შესახებ "მთავრი არხის" ვებგვერდს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ უთხრა. 

მისივე თქმით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. ჩხაიძის თქმითვე, ჩვილის სასიცოცხლო პარამეტრები განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმედ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვილი მართვითი სუნთქვის აპარატზე 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის, 90 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი