პაციენტი, რომელმაც კოვიდ 19-ზე ტესტირების სამი უარყოფითი პასუხი მიიღო, ინფიცირებული აღმოჩნდა

გამოქვეყნდა:

31 წლის მამაკაცი, რომელსაც კოვიდ 19-ზე PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ სამჯერ უარყოფითი პასუხი უჩვენა, საბოლოოდ, ინფიცირებული აღმოჩნდა. ის მკურნალობას საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადის. 

პაციენტი კოვიდ 19-თვის დამახასიათებელი სიმპტომებით, თავდაპირველად, ქუთაისის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ კი საირმის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. საიზოლაციო პერიოდის დასრულების შემდეგ ტესტირება ისევ  ჩაუტარდა და ვირუსი დაუდასტურდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი პაციენტის საკარანტინე სივრცეში ინფიცირებას გამორიცხავს, ვინაიდან, მისი თქმით, იგი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა. 

კარანტინში შესვლა განხორციელდა მაშინ, როცა სამჯერ უარყოფითი პასუხი მოვიდა. ასეთი ფაქტები, როგორც ჩანს, არსებობს, PCR ჩაუტარდა კი, რა თქმა უნდა, ქუთაისი ლაბორატორიაში. თუ რეინფიცირება მოხდა, ეს სიტყვა განიმარტება ასე, რომ თითქოსდა თავიდან დავირუსდა, თუმცა ასეთის არსებობას გამოვრიცხავ, ვინაიდან ეს ადამიანი იყო კარანტინში. სამჯერ ტესტირების შემდეგაც პასუხი იყო უარყოფითი და ამის შემდგომ, 12 დღის მერე იყო დადებითი, - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი