16-დან 18 წლამდე მოზარდებს „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის მშობლის ან მეურვის თანხმობა დასჭირდებათ - თამარ გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 16-დან 18 წლამდე პირების "Pfizer-ით" აცრა მშობლის, ან მეურვის თანხმობით შემთხვევაში იქნება ნებადართული.

„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,-თქვა თამარ გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მომდევნო კვირის ბოლოდან 37 დაწესებულება მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ მოქალაქეები ადგილზე მიიღონ. 

"37 დაწესებულება უკვე მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც რეგისტრაციის პირველი ტალღა გაივლის, მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები, ვინც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავს და ჩაეწერება ვიზიტისთვის, ან შეიძლება პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს რეჟიმი მოქმედებს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. „ფაიზერის“ ვაქცინების შემთხვევაში დოზების მოწოდება როგორც იცით, გაგრძელდება“,- ამბობს გაბუნია.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემულ "ფაიზერის" 500 000 დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო. სამიანისტროს ცნობით, ვაქცინაზე პირველი 2 საათის განმავლობაში 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი