კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან ინფიცირებულთა 6%-ს სიმპტომები  არ აღენიშნებოდა - დაავადებათა კონტროლის ანგარიში

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან ინფიცირებულების 6%-ს სიმპტომები  არ უფიქსირდებოდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ანგარიშშია საუბარი. COVID-19- ის შემთხვევების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში, ყველაზე დაბალი კი შიდა ქართლსა და იმერეთში. თბილისის, აჭარისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები შუალედურ პოზიციას იკავებენ. დანარჩენ რეგიონებში დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების COVID-19–ით ინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ია. ეს კვლევა 30 იანვრიდან 11 მაისამდე პერიოდს ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი