სიკვდილიანობისა და დაინფიცირების უმაღლესი სტატისტიკით, კოვიდეპიდემიის წარუმატებელი მართვისა და იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი დარჩება მსოფლიოსთვის დახურული ქვეყნის სიაში.
ბოლო ორი დღის განმავლობაში Pfizer-ის ვაქცინაზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა პირდაპირ აჩვენებს რამდენად დაცულები ვიქნებოდით ახლა მთავრობას, რომ დროულად მოემარაგებინა ხარისხიანი პრეპარატები.
თუმცა ამ მძიმე დროსაც კი ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები ისევ საეჭვო გარიგებებით არიან დაკავებულები. და მილიონობით ლარის "რემდესივირს" იმარაგებენ. პრეპარატს, რომელიც დადასტურებულად უსარგებლოა კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ რომლის საეჭვო კორუფციული კავშირები მსოფლიოს წამყვან ეპიდემიოლოგებთან საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამხილეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.