ქვეყანაში კოვიდ 19-ის თერთმეტი ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში კოვიდ 19-ის 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს. მისი განცხადებით, 11-ივე მათგანი ცნობილი კლასტერებიდანაა. 

ეზუგბაია გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი რიცხვიც საგრძნობლად გაზრდილია. დღეის მდგომარეობით ვირუსისგან განიკურნა კიდევ 19 პაციენტი.

გუშინედელი დილის მონაცემებით გვყავდა 702 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 11 და ამჟამად არის 713 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 456. გამოჯანმრთელდა დამატებით კიდევ 19 პაციენტი და ამჟამად არის 575 გამოჯანმრთელებული. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი. სხვაობა გამოჯანმრთელებულსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის უკვე ისეთია, რომ თანაფარდობით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი, არის 237.

11 ახალი შემთხვევიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ცნობილი წყაროა. 9 პაციენტი 11-დან არის ბოლნისი და ეს არის ორი სოფელი, გეტა და მუშევანის დადასტურებული შემთხვევები. 2 შემთხვევა კიდევ არის საკარანტინე სივრცეში მყოფი, ოღონდ იზოლაციაშ მყოფი ორი  პაციენტი. ამ 11 პაციენტიდან ჩვენთან ახალი პაციენტი არ მოთავსებულა, - აცხადებს მარინა ეზუგბაია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი