თურქეთის მოქალაქემ უზბეკი მიგრანტი სატვირთოს საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა | საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, თურქეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკების მოქალაქეები დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.თ.-ს განზრახული ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ი-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, ე.თ.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა ი.ი., რამაც მიგრანტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ორივე მათგანი იმ დროს დააკავა, როცა ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საკონტროლო გამტარი პუნქტი "ვალეს" გავლით ცდილობდნენ",- წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი