უკონტროლოდ მიტოვებული ეპიდემია | საგანგაშო ვითარება და უმოქმედო ხელისუფლება

გამოქვეყნდა:

საქართველოში კოვიდვითარება სულ უფრო მძიმდება. შეადარეთ: ყოველდღიურად კორონავირუსით, საშუალოდ, 2500 ადამიანი ავადდება და 20 იღუპება. შარშან მთელი ივლისის განმავლობაში - ერთ დღეში კი არა - მთელი ივლისის განმავლობაში დაავადდა მხოლოდ 240 ადამიანი და გარდაიცვალა მთელ თვეში მხოლოდ ორი!

რომც ვთქვათ, რომ შარშან ტესტირება ნაკლები ინტენსიურობით მიმდინარეობდა და სტატისტიკაც ნაკლებად ზუსტი იყო, ამხელა განსხვავებას ეს მაინც რომ ვერ წაშლის. 2500 დაავადებული დღეში და 240 მთელ თვეში! 20 მკვდარი დღეში და 2 მკვდარი მთელ თვეში! ანუ შარშან 10-ჯერ ნაკლები ავადდებოდა და კვდებოდა კოვიდით მთელი თვის განმავლობაში, ვიდრე ახლა ყოველდღიურად.

და როგორი მძიმე ტალღა დაიწყო ამის შემდეგ შარშან შემოდგომაზე, ხომ გახსოვთ?

ამ ფონზე, რთული წარმოსადგენია რა მოგველის წელს. მით უმეტეს, რომ ხელისუფლება ვერც საკმარისი რაოდენობით ვაქცინას უზრუნველყოფს და ვერც კამპანიასაც ვერ ატარებს იმისთვის, რომ ხალხი აიცრას: გუშინ გამოკრული სისხლიანი პოსტერების ნაცვლად ყველა ბანერზე, ყველა გაჩერებაზე, ყველა გადასასვლელზე აცრისკენ მოწოდება რომ გამოეკრათ ამ თვეების განმავლობაში, იქნებ ნაკლები ანტივაქსერი ყოფილიყო დღეს საქართველოში.

და იქნებ ადამიანებს უსაფრთხოების ზომებიც უკეთ დაეცვათ. ამ პერიოდში, განსაკუთრებით, ბათუმში ვინც იყავით, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ იქ ხალხს საერთოდ არ ეტყობა, რომ პანდემია არსებობს. პლუს ხელისუფლებამ ჯარიმების ამნისტიაც გამოაცხადა და ამისიც აღარავის ეშინია...

ამიტომაც სულ უფრო მატულობს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საქართველოს საზღვრებს უკეტავს. გასაქცევიც კი აღარსად გვრჩება.

გურანდა ავალიანის სიუჟეტი - "უკონტროლოდ მიტოვებული ეპიდემია"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი