დაპირისპირება ხობში - 4-მა ახალგაზრდამ სამ პოლიციელს სცემა

გამოქვეყნდა:

ხობში ოთხი ახალგაზრდა სამ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა გუშინ 25 ივლისს, ხობის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციელებმა 4 ახალგაზრდას მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, რამაც ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსიც.

მომხდარზე სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს - ნ.წ. დ.ყ. კ.კ. არსებული ინფორმაციით, ისინი მოჭიდავეები არიან.

შემთხვევის დროს ბრალდებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათგან ორი ადმინისტრაციული, ორი კი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით არის დაკავებული.

მთავარი არხი დამატებით დეტალებს ადგილზე არკვევს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი