მკურნალობის გავლისა და ორჯერ ტესტირების შემდეგ პაციენტს კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საჩხერის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერილ კოვიდ პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდასტურდა.

პროტოკოლის თანახმად, გამოჯანმრთელებულ მამაკაცს კლინიკაში ორჯერ ჩაუტარდა ტესტირება და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. ამის შემდეგ 31 წლის მოქალაქე  უკვე კარანტინში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ მორიგი PCR ტესტირებამ აჩვენა, რომ პაციენტი კვლავ კორონავირუსითაა ინფიცირებული.

საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ 31 წლის მამაკაცი კარანტინში იმყოფებოდა, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, იქ კი ვირუსი დაუდგინდა. 18 დღიანი მკურნალობის შემდეგ მისი გამოჯანმრთელება ორჯერ ჩატარებულმა ტესტმა დაადასტურა. 12 დღის გასვლის შემდეგ, პროტოკოლის თანახმად ჩატარებული ტესტირების შედეგად, მისი ტესტის პასუხი კვლავ დადებითი აღმოჩნდა. 

მედიკოსთა ვარაუდით, იმ დროს, როდესაც პაციენტს ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ტესტის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა, ვირუსი მის სხეულში მიძინებული იყო და საქმე შეიძლება გვქონდეს იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ვირუსმა მიიძინა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გააქტიურდა.

ჩაუტარდა ორჯერ, როგორც არის პროტოკოლით ტესტი, ვირუსი არ იყო ნაპოვნი, კლინიკურადაც პაციენტი იყო სტაბილური. მეორედ დაინფიცირების შემთხვევა, ამ შემთხვევაში, მთლიანად გამორიცხულია. ეს არის ჩვეულებრივ პროტოკოლით მიმდინარე პროცესში გამოვლენილი, კიდევ გააქტიურება ვირუსის, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი