ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. დაახლოებით ერთი საათის წინ ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩური გარჩევა ცენტრალურ გზაზე დაიწყო და მეტროს უკან, ნაძალადევის გამგეობასთან გაგრძელდა.
"ერთი სისხლიანი ბიჭი გამორბოდა, ხელი ჰქონდა დაზიანებული" - ამბობენ თვითმხილველები.
სავარაუდოდ, დაჭრილია ერთი პირი, ჩამსხვრეულია იქვე მდგარი მანქანის მინებიც. რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი, უცნობია. დაპირისპირების მონაწილე ახალგაზრდები პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.