რეგიონებში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო. ერთ-ერთი პირველია მარნეული, სადაც დღეს, მთელი დღის განმაბლობაში, მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას იკეთებენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ კორონაპანდემიისგან თავის დაღწევის გზა სწორედ ვაქცინაციაა. მარნეულის კლინიკა "ჯეო-ჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორიც ამბობს, რომ მიმართვიანობა ძალიან მაღალია და დღეს, კლინიკაში აცრისთვის ყველა ადგილი შეივსო.