დედა მყავს ინსულტგადატანილი... გთხოვთ, დაუშვათ გამონაკლისი - 13 წლის მოზარდი პედიატრს Pfizer-ით აცრას სთხოვს

გამოქვეყნდა:

ექიმი-პედიატრი, თემურ მიქელაძე, სოციალურ ქსელში 13 წლის მოზარდის წერილს აქვეყენებს, რომელიც მას Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრას სთხოვს:

"გამარჯობათ ბატონო თემურ, მე ვარ  ბავშვი რომელიც  აქტიურადაა ჩართული კოვივაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში. დედა მყავს ინსულტგადატანილი ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ ფაიზერით ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთერთი რეკლამა საზოგადოებისთვის,...თქვენი დიდი იმედი მაქვს პატივისცემით მადლობა", - წერს თემურ მიქელაძეს მოზარდი. 

ცნობისთვის, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა შესაძლებელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი