ჯანდაცვის სისტემა ისევ კოლაფსს მიუახლოვდა | ქვეყანა კორონაკატასტროფის ზღვარზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ისევ კოლაფსს მიუახლოვდა. ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა კატასტროფული სისწრაფით უარესდება, შესაბამისად, მცირდება საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა, რაც პოტენციურად კრიტიკული პაციენტების სიცოცხლეს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს.

იმას, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სიმძიმე უკიდურეს ნიშნულზეა, აღიარებს ჯანდაცვის სამინისტროც, თუმცა ტიკარაძის უწყებას ისევ არ აქვს სათადარიგო გეგმა, როგორ გაუმკლავდეს ინფიცირებულთა გაზრდილ ნაკადს.

ახლა კოვიდპაციენტებს თავად უწევთ პრობლემების მოგვარება და სოციალური ქსელის მეშვეობით ეძებენ თავისუფალ ადგილებს კლინიკებში.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი