იმის მაგივრად, რომ დღეს წავიდეთ ქორწილში, სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"თქვენ მხარს დაუჭერთ იმას, რომ დღეს გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი ლოკდაუნი ქვეყანაში. მაგრამ თუ ჩვენ სუყველა, მე, თქვენ, შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში, არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის დამთავრების და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობებს, თუ არ წავალთ მუსიკალურ ფესტივალებზე სადაც ათასობით ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, თუ გავითავისებთ ყველა, რომ ცეცხლს ვეთამაშებით, მაშინ არ გვექნება [მძმე ეპიდვითარება]

იმის მაგივრად, რომ წავიდეთ დღეს ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ". 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, რეგულაციების აღსრულებით კმაყოფილი არაა და ამაზე პაუსიხსმგებლობა ყველამ უნდა აიღოს, მათ შორის თავადაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი