უკავშირდება ვირუსს, რომელიც ცირკულირებს - გამყრელიძე ინფიცირების ზრდასა და აქციებზე

გამოქვეყნდა:

უკავშირდება ვირუსს, რომელიც ცირკულირებს - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის შეკითხვას, რას უკავშირდება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა და უკავშირდება თუ არა ის, ბოლო პერიოდში გამართულ აქციებს ან ჩავარდნილ ვაქცინაციას.

გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში, კორონავირუსი მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელმაც 194 მილიონი ადამიანი დააინფიცირა, 4 მილიონი კი იმსხვერპლა. მისი თქმით, ეს ყველაფერი კი მხოლოდ ვირუსს უკავშირდება.

"მსოფლიოში 194 მილიონი ადამიანია ავად, 4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა - რას უკავშირდება ეს? უკავშირდება ვირუსს, რომელიც ცირკულირებს, ძალიან ვერაგი ვირუსია, რომლის ბუნებაც ჯერჯერობით კაცობრიობამ და მეცნიერებამ ვერ გაიგო. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევა, ბოლო 100 წლის, არამარტო სამედიცინო თვალსაზრისით, ზოგადად ყველაზე დიდი გამოწვევა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც დააინფიცირა 194 მილიონი ადამიანი, რაც შეფასებითი მაჩვენებლით არის 3-ჯერ მეტი და სამწუხაროდ, დაიღუპა 4 მილიონი ადამიანი და შეფასებით მაჩვენებლით, ეს არის დაახლოებით 2-ჯერ მეტი. ეს ყველაფერი გამოიწვია ამ ვირუსმა",-თქვა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ, 26 ივლისს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა გამართულ აქციებს დააბრალა და თქვა, რომ ინფიცრების ზრდა "უპასუხისმგებლო აქციების შედეგია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი