დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ორსულების ვაქცინაციაზე საუბრობს.
იმნაძის განმარტებით, ამ დროისთვის კლინიკური კვლევებით დასტურდება, რომ "ფაიზერით" აცრა ორსულებში დასაშვებია. რაც შეეხება "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინას, კვლევები ისევ მიმდინარეობს და მათი აცრა ორსულებში ჯერჯერობით არ ხდება.
"სინოვაკს" და "სინოფარმს" ჯერჯერობით უწერიათ ინსტრუქციაში, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე არ არის კლინიკური კვლევები დასრულებული და სანამ არ დასრულდება კვლევები ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში. "ფაიზერს" ჩაწერილი აქვს ინსტრუქციაში, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსულები. ამიტომ დღევანდელი სიტუაციით "ფაიზერზე" შეიძლება ორულების აცრა, "სინოფარმით", "სინოვაკით", არა",- ამბობს პაატა იმნაძე.