დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ პაციენტზე გაცემული QR კოდი იკითხება, მაგრამ საქართველოს QR კოდი ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის.
"რაც შეეხება QR კოდს, QR კოდი იკითხება მშვენივრად, ერთადერთი ჩვენ QR კოდით მიერთებული არ ვართ ევროკავშირის სივრცეს, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და საქართველო თანდათან უნდა მიუერთდეს ამ სივრცეს, თორემ QR კოდს, თქვენსას რასაც გაძლევენ, თუ დაანათებთ შესაბამისად ნახავთ, რომ აცრილი ხართ ამა და ამ დროს, ამა და ამ ვაქცინით",-თქვა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რომ ამ კუთხით საქართველო ევროკავშირის სივრცეს მიუერთდეს.