მორიგი თავდასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე - "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი კაპანაძესთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, ჟურნალისტსა და რესპონდენტს კორპუსიდან წყალი გადაასხეს. მოგვიანებით, "მთავარის" ჟურნალისტს იმავე კორპუსში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ ალბათ წყლის გადასხმას იმსახურება, რადგან ყ***რად ცხოვრობს.
"-ვინ ხარ ესეთი, რომ დგახარ ჩემ ქუჩაზე და კივიხარ.
- არაუშავს, ღირსი ხარ ალბათ. მე გეუბნები რატომ ყვირიხარ ჩემ ქუჩაზე შენ, ცოტა დააყენეთ ერთი ადგილი. ალბათ იმსახურებ, მე რა ვიცი.
- რითი ვიმსახურებ?
- შენი საქციელით;
- ჩემ საქმეს რომ ვასრულებ ამიტომ ვიმსახურებ?! თქვენ რომ წყალი გადმოგასხან თავზე, მოგეწონებათ?!
- ვერ გადმომასხამ მე წყალს
- რატომ ვერ გადმოგასხამენ?
- იმიტომ რომ სხვანაირად ვცხოვრობ.
- მე რანაირად ვცხოვრობ?
- ყ***რად.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც საელჩოებს, სახალხო დამცველსა და კომპეტენტურ პირებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე: