მორიგი თავდასხმა მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე - შსს-ს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. ჟურნალისტმა პოლიცია ადგილზე თავად გამოიძახა და მომხდარის შესახებ დეტალურად მოუყვა. სამართალდამცველებმა ოქმი შეადგინეს, თუმცა რა პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს გომელაურის უწყება, უცნობია.
ფაქტია, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტზე სამართალდამცავი უწყებისთვის პრიორიტეტი დამნაშავის დაკავება უნდა იყოს, თუმცა "ქართულ ოცნებას" საკუთარი სამართალი აქვს.
ინტერვიუს ჩაწერისას, მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და რესპონდენტს თავზე წყალი გადმოასხეს. ჟურნალისტის უკმაყოფილების პასუხად კი ადგილობრივი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, უთხრეს რომ არასწორად ცხოვრობენ და შესაძლოა, დაიმსახურეს კიდეც თავზე წყლის დასხმა. შეკითხვაზე თუ ვინ იყო ეს მამაკაცი და რას გულისხმობს სწორად ცხოვრებაში ადგილობრივი მცხოვრებელი უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა, აივნიდან წყლის გადმომსხმელმა კი ბოლომდე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
პარალელურად გრძელდება მუდმივი ბულინგი და მუქარა ჟურნალისტების მისამართით, მათ შორის სიცოცხლის მოსპობით და 5 ივლისის გამეორებით ემუქრებიან "მთავარი არხის" ჟურნალისტს, თათია წოწონავას. სამწუხაროდ, გომელაურის სამართალი, ისევ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, იგვიანებს.
იხილეთ ასევე: