
ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა.
29 წლის მამაკაცს, რომელიც მანამდე სომხეთში იყოფებოდა, საეჭვო სიმპტომები სახლში დაბრუნების შემდეგ დაუფიქსირდა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში უკვე კოვიდ 19 დადასტურდა.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პირი კი, რომელთანაც მამაკაცს შეხება ჰქონდა, უკვე იდენტიფიცირებულია.