თავდასხმა პირველი პრეზიდენტის ვაჟზე. ცოტნე გამსახურდიას გოგებაშვილის ქუცაზე ჩასაფრება მოუწყვეს.
გამსახურდიას თავში და ზურგში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის უგონო მდგომარეობაში ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია უტარდება.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მისი დაჭრის მოტივი. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და ქუჩა სრულად გადაკეტილია.