ისრაელის პარლამენტის იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა გადადო იმ ქვეყნების სიის გაფართოებაზე კენჭისყრა, რომლებშიც ისრაელის მოქალაქეებს ეპიდვითარების გამო გამგზავრება აეკრძალებათ. კომიტეტი დიდი ბრიტანეთის, კვიპროსის, თურქეთისა და საქართველოს ე.წ. წითელ ზონაში შეყვანის საკითხს განიხილავს.
ე.წ. "წითელ ზონაში" შესაყვან ქვეყნებში მოგზაურობა ისრაელის მოქალაქეებს 30 ივლისიდან უნდა აკრძალოდათ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე გილად კარივმა კენჭისყრამდე მთავრობისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.
"შეუძლებელია აღნიშნული სიის გაფართოება მანამ, სანამ თავად ისრაელში არ განისაზღვრება შესაბამისი ზომები და აღსრულების მექანიზმები", - თქვა მან.
კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად ისრაელი ასევე განიხილავს: არგენტინას, ბელარუსს, ბრაზილიას, ინდოეთს, მექსიკას, რუსეთს, ესპანეთს, სამხრეთ აფრიკას და უზბეკეთს.
იხილეთ ასევე: