თავდასხმა ხატია დეკანოიძეზე - ფაქტზე "მთავარი არხის" ჟურნალისტი გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

ხატია დეკანოიძეზე თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო "მთავარი არხის" ჟურნალისტი, თათია წოწონავა 3 დღის დაგვიანებით გამოიკითხა. მას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი იმ დროს შეუშალეს, როდესაც ინტერვიუს ჩაწერის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა, მათთვის ავტომობილის დაჯახება სცადა, შემდეგ კი დეპუტატს და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი ცდილობდა ჩვენთვის ავტომობილის დაჯახებას და შემდგომ აგრესიით გამოირჩეოდა განსაკუთრებით და პირდაპირ აგინებდა კონკრეტულ პარტიას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და გვაყენებდა შეურაცხყოფას. ასევე, ამბობდა, რომ მას პატრულის არ ეშინია, ყველაფერი მოვუყევი პოლიციას. როგორც მივხვდი, გიორგი ომანიძე უკვე არის გამოკითხული, თუმცა ჯერჯერობით როგორც ჩანს არაა დაკავებული", - თქვა თათია წოწონავამ.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსმელი გიორგი ომანაძის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პირი 500 ლარიდან 1000 ლარამდე დაჯარიმდება ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი