"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო კომენტარი დღეს დილით მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, სადაც მე ვარ მოხსენიებული, როგორც ანტივაქსერი, ვინაიდან ჩემი კომენტარი იყო ინტერპრეტირებული. მინდა განვაცხადო, რომ ალბათ, არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, რომ იყოს ის ანტივაქსერი და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრი არის ანტივაქსერი, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა. ძალიან გთხოვთ ყველას, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე"
- პრესსამსახურის ცნობით, ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თუმცა არ აკონკრეტებენ, მის რომელ განცხადებას გულისხმობენ "მედიის მიერ ინტერპრეტირებულად".