ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 088 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 413, იმერეთი - 263, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 120, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 196 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 178 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,2 მილიონზე მეტი.