Pfizer-ის მესამე დოზა დელტა შტამის გაუვნებელყოფის შესაძლებლობას 100-ჯერ ზრდის - კვლევა

გამოქვეყნდა:

Pfizer-ის ახალი კვლევის მიხედვით, ვაქცინის მესამე დოზა Covid-19-ის დელტა შტამის გაუვნებელყოფის შესაძლებლობას 100-ჯერ ზრდის. 

"დადგინდა, რომ შესაძლოა, ვაქცინაციიდან 6 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ დაცვა იკლებდეს, ამ კვლევის მონაწილეებში მესამე დოზის მიღება უვნებელმყოფი ანტისხეულების ტიტრებს პოტენციურად 100-ჯერ გაზრდის" - თქვა მიკაელ დოლშტენმა, რომელიც Pfizer-ის საერთაშორისო კვლევაზე მუშაობს. მონაცემების წარდგენისას მან კვლევას "იმედისმომცემი" უწოდა.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 18-55 წლის ადამიანებში მესამე, ბუსტერ დოზის მიღება დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ანტისხეულების რაოდენობას ახუთმაგებს, 65-85 წლის ადამიანებში კი 11-ჯერ ზრდის.

დელტა ვარიანტი Covid-19-ის შტამებიდან ამჟამად მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

იხილეთ ასევე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი