კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ავტორები, დიზაინერები და გამომცემლები ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ დაუყოვნებლივ იქნეს გაწვეული სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრი პრემია "ლიტერას" კონკურსიდან, რათა ეჭვქვეშ აღარ დადგეს ჟიურის მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი.
მწერლების პროტესტის მიზეზი იოსებ ჭუმბურიძის ჟიურიში ყოფნა გახდა, რომელიც ანტიდასავლური განწყობებითა და ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით არის ცნობილი.
"ჩვენთვის, „ლიტერას“ გრძელ სიაში შემავალი ავტორების, დიზაინერებისა და გამომცემლებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, როგორც „ლიტერას“, ასევე, „ლიტერა მთარგმნელებისთვის“, დამოუკიდებელი ჟიურის წევრად, სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ერთმნიშვნელოვანი და უხეში ჩარევაა, რომელიც არა მხოლოდ ზღუდავს ჟიურის დანარჩენი წევრების თავისუფალ მუშაობას, არამედ მიუთითებს ლიტერატურულ პროცესებში გაუმართლებელი მონაწილეობისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე ზეწოლის უფრო ფართომასშტაბიან საფრთხეებზე. მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს მის მიერ დანიშნული წევრი ჟიურიდან. „ლიტერა“ სახელმწიფო პრემიაა და მისი ჟიურის თვისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს," - ნათქვამია წერილში.
წერილს 30-მდე ხელმომწერი ჰყავს:
ცნობისთვის, ჟიურის წევრების სია ასეთია:
ამავე თემაზე: