რა ვითარებაში გარდაიცვალა აზერბაიჯანელი ბლოგერი | ახალი დეტალები ბაკიხანოვის საქმეში

გამოქვეყნდა:

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - რა ვითარებაში გარდაიცვალა თბილისში მყოფი აზერბაიჯანელი ბლოგერი. ჰუსეინ ბაკიხანოვი სასტუმრო "სტამბაში" გარდაცვლილი იპოვეს. 

აფგან მუხთარლის მტკიცებით, ის შენობიდან გადმოაგდეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ემიგრანტს 12 ივლისს აზერბაინაჯელთა ჯგუფმა სცემა, რის შემდეგაც, ნაცემმა პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა.  

ჟურნალისტი ჰუსეინ ბაკიხანოვის ისტორიასაც ყვება. ის აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკოსი იყო და 7 მაისის ბაქოში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ბაკიხანოვი მაშინ პოლიციას წამებაში ადანაშაულებდა. გარდაცვლილი ბაკიხანოვი ოფიციალური თბილისისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი