ქვეყანაში სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მუშაობა სულ უფრო საშიში ხდება - ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სამოქალაქო აქტივისტი მაღალჩინოსნებმა სასტიკად სცემეს. ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი ზაზა მეხრიშვილია, რომელიც ჩინოვნიკებს კორუფციულ გარიგებებში ამხელს.
მეხრიშვილი ამბობს, რომ მას ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ ჯანაშვილმა და ამავე უწყების ორმა მაღალჩინოსანმა, სერგო ლალიაშვილი და კოტე ფრუიძემ სცემეს.
"გაგიჟდით ბიჭო, თქვენი დედა *.... ვის დაარტყით ბიჭო" - ისმის აუდიოჩანაწერში, რომელიც მეხრიშვილმა გაასაჯაროვა.
მაღალჩინოსნები "მთავარ არხს" ემალებიან და ჩვენს გადამღებ ჯგუფს საკრებულოს შენობაში საერთოდ არ უშვებენ.