დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 2 დოზით აცრილთა შორის კორონავირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.
მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა წილი მხოლოდ 0.19%-ია. ვაქცინირებულებში დაავადება უმეტესწილად მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ვაქცინირებულთა მხოლოდ 4%-ს.