საქართველოში მოგზაურობა თავის მოქალაქეებს უკვე კატეგორიულად აუკრძალა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - მიზეზი დამძიმებული კოვიდვითარებაა. საქართველო სტაბილურად რჩება წითელ ზონაში, ყოველდღიურად ინფიცირდება 2000-დან 3000-მდე ადამიანი, ყოველ საათში კვდება ერთი პაციენტი.
დაუმატეთ ამას აუცრელი მოსახლეობა, უუნარო ხელისუფლება, ისედაც გაუმართავი და ახლა უკვე შესაძლებლობების ზღვარზე მყოფი ჯანდაცვის სისტემა და სრული კატასტროფის რეცეპტიც სახეზეა.
ყველაზე მძიმე კი არის ის რომ ახალი დელტა შტამის წინაშე დაუცველები არიან პატარებიც. თუკი აქამდე მათ თანდაყოლილი იმუნიტეტი, გეგმიური ვაქცინაცია თუ უბრალოდ იღბალი იცავდა, ახლა ეს ასე აღარ არის. სწორედ ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე თითოეულ ჩვენგანს. ახლა პირველად ნახავთ პალატებს, სადაც პატარები ვერაგი ვირუსის პირისპირ აღმოჩნდნენ და კოვიდს მშობლებთან ერთად ებრძვიან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი