ავსტრალიელი ქალის ცხედარი ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან გამოასვენეს.
ცნობილი ხდება, რომ მას უახლოეს წუთებში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. სწორედ იქ უნდა გახდეს ცნობილი, რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი და კონკრეტულად რა სახის დაზიანებები აქვს მას მიყენებული.
მანამდე კი, არაოფიციალური ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ავსტრალიელ ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურადაც იძალადეს.
ავსტრალიელი ქალის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. კადრები კი, სადაც ქალის ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.
როგორც "მთავარი არხის" დრონებით გადაღებულ კადრებში ჩანს, ქალის ცხედარს მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება, ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია. შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა.
ადგილზე, სადაც ქალის ცხედარი იპოვეს, ამ წუთებშიც სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
იხილეთ ასევე: