იარაღით მუქარა მცხეთის ქუჩაზე - მამაკაცი კომენდანტის საათის დროს "სპარის" გახსნას ითხოვდა

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული მამაკაცი სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომლებს კომენდანტის საათის დროს, იარაღის მუქარით მაღაზიის გახსნას აიძულებდა. შემთხვევა გასულ ღამეს, მცხეთის ქუჩაზე მოხდა. "მთავარმა" ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა. მას შემდეგ რაც თანამშრომლებმა მაღაზია არ გახსნეს, მამაკაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ნივთმტკიცების სახით ამოღებილია იარაღი. მომხდარზე გამოძიება 236-ე და 151-ე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი