
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების უკვე სამი შემთხვევა ფიქსირდება. ამჯერად, კოვიდ 19 განმეორებით დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც მკურნალობის შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს.
ორი კვირის წინ მას ზედიზედ ორჯერ ჩაუტარეს ტესტირება და ტესტმა ორივეჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა, რის საფუძველზეც მან კლინიკა დატოვა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
სპეციალისტების განცხადებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში შესაძლოა, ვირუსი ისევ დაფიქსირდეს, თუმცა პაციენტი გადამდები არ არის და გარემოსვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება ამ დროისათვის არსებულ მონაცემებს. საქართველოში კორონავირუსის 721 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 485.