
ამ წუთებში სამართალადამცავებია მობილიზებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში. დილის 6 საათზე სამართალდამცავებმა ადგილობრივების მოერ გაშლილი სამი კარავი აიღეს.
სალიბაურში მცხოვრებლებს ორ თვეზე მეტია ამბტერიტორიაზე გაშლილი აქვთ კარვები. ისინი ქობულეთი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ. აცხადებენ, რომ სწორედ გზის მშენებლობის გამო სერიოზული ზიანი მიადგა მათ საცხოვრებელ სახლებს, იქ ცხოვრება საფრთხის შემცვლელია. სწორედ ამის გამო მათ უკვე ორ თვეზე მეტია შეაჩერეს სამუშაო პროცესი და კომპანიას სამუშაოს გგრძელების საშუალებას არ აძლევენ.
ადგილობრივები ალტერნატიულ ფართს ან კომპენსაციას ითხოვენ. მათ არაერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა ამ დრომდე მათი პრობლემა არ მოგვარებულა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.