გლდანში მაღაზია გაქურდეს - გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 10 000 ლარის ტექნიკა

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ბეკოს" მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. როგორც mtavari.tv-ის თვითმხილველებმა უთხრეს, შემთხვევა დღეს დილით, 7 საათზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ნაქურდალი ნივთები დაახლოებით 10 000 ლარისაა, ხოლო სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.

შსს-მ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი