აზერბაიჯანელი ბლოგერის აუდიო ფაილები - მეგობრისთვის გაგზავნილი ბოლო შეტყობინება

გამოქვეყნდა:

დაღუპული აზერბაიჯანელი ბლოგერის აუდიო ფაილები, რომელიც შესაძლოა ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ მტკიცებულება გახდეს.

საეჭვო გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მეგობრისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებაში ჰუსეინ ბაკიჰანოვი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს და აცხადებს რომ გამოძიება მიზანმიმართულად ხუჭავს თვალს საქმის პოლიტიკურ მოტივებზე.

"არ ვიცი რა ვქნა. დაწერეს, რომ როგორც ტურისტი, ისე შემოვედი და ახლა მოქალაქეობას ვითხოვ, არადა, ვეუბნები, რომ დევნილი ვარ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებიდან და მინდა დევნილის სტატუსი . 

ვეუბნები, რომ რაც მომივიდა ვვარაუდობ რომ ეს აზერბაიჯანის მთავრობის მოწყობილია. თუმცა ასე არ წერენ ან არ უნდათ დაწერონ. სახალხო დამცველის აპარატს დავუკავშირდი და დამირეკეს რომ ნუ ნერვიულობ გავარკვევთ და დაგეხმარებით ახლა იქიდან ზარს ველოდები" - ამბობს აზერბაიჯანელი ბლოგერი ხმოვან შეტყობინებაში

შეტყობინება 14 ივლისით თარიღდება.

ოპოზიციონერი ბლოგერის მეგობრები ახლა იმის დადგენას ცდილობენ რა მოხდა თბილისის ცენტრში მდებარე ერთ ერთი სასტუმროს სახურავზე, საიდანაც ოფიციალური ვერსიით ბაკიჰანოვი გადახტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი