მთავარ სამმართველოში შანე ბრუკის მეგობრები იკითხებიან | ავსტრალიელი ქალის მკვლელობა ამ დრომდე გამოუძიებელია

გამოქვეყნდა:

3 დღე ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობიდან და გამოძიება, რომელიც წერტილიდან არ იძვრის. ქართველ სამართალდამცველებს შენე ბრუკის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ამ დრომდე არ ჰყავთ.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ ძალოვანებს საკმარისი მტკიცებულება აქვთ ერთერთი ყველაზე რეზონანსული დანაშაულის გასახსნელად, ფაქტია, რომ გამოძიება ახალს ვერაფერს ამბობს. 

უკვე ორი საათია, პოლიციის მთავარ სამმართველოში მოკლული შანე ბრუკის მეგობრების გამოკითხვა მიმდინარეობს. საქართველოში ჩამოვიდა 31 წლის ქალის ძმაც, რომელიც ასევე უნდა გამოიკითხოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი