უკვე მეორე დღეა, ლაგოდეხში 14 წლის ბიჭს ეძებენ.

გელა ჯიბღაშვილი სახლიდან გუშინ, 2 აგვისტოს დილით გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.

"არ ვიცით სად შეიძლება წასულიყო. უკონფლიქტო ბავშვია, ოჯახის წევრებთანაც პრობლემები არ ჰქონია და ასე არასოდეს მოქცეულა. ტელეფონს არ პასუხობს. არსად  ჩანს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე პოლიცია", - ამბობს დაკარგი ბიჭის დეიდა ნინა დროვიანიკი.

ოჯახი უკვე დაუკავშირდა პოლიციას და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი