კოვიდინფიცირებულები, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 11 მოქალაქე დახმარებას ითხოვს. როგორც ისინი "მთავარ არხს" უყვებიან, კოვიდინფექციის გართულებული ფორმის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუუარესდათ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვენ. 

რამდენიმე დღეა მოქალაქეები მაღალი ტემპერატურისა და სუნთქვის გაძნელების ფონზე ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას უშედეგოდ ელიან. როგორც თავად ამბობენ, ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ, რომ რიგში უნდა ჩადგნენ და კოვიდის მიმღებ კლინიკებში საწოლების გათავისუფლებას უნდა დაელოდონ.

ერთ-ერთმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა ზუგდიდში შეღწევა საკუთარი ძალებით შეძლო. ის ნათესავმა შეიფარა. ამბობს, რომ 5 დღეზე მეტია, რაც ცხელ ხაზზე რეკავს და კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, თუმცა სამინისტროს სპეციალურ ცხელ ხაზზე ეუბნებიან, რომ კლინიკებში ადგილები არ არის და მის რიგს უნდა დაელოდოს. კოვიდინფიცირებული ქალი ყვება, რომ საავადმყოფოში მოთავსების გარდა, მას უარს კომპიუტერულ კვლევასა და მკურნალობაზე ეუბნებიან. 

ოკუპირებულ სოხუმსა და გალში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, კვირაზე მეტია საქართველოში გადმოყვანას ითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო პასუხობს, რომ საჭირო რესურსები არ აქვს, ამ დროში კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. 

ავტორი: ემა გოგოხია

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი