განმეორებით ტესტირება არ ნიშნავს დააავადების დადასტურებას - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი. მარინა ეზუგბაიას თქმით, კარანტინში მყოფი პაციენტის თავიდან ინფიცირება შეუძლებელია. მისივე თქმით, 14 დღის შემდეგაც დადებითი პასუხის შემთხვევაში, ასეთი პაციენტი საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ორგანიზმში დაავადების ნარჩენი რჩება
14 დღის გასვლის შემდეგ, როცა პაციენტს ვუტარებთ ტესტირებას და მიღებული გვაქვს დადებითი პასუხი, ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტი არის დაავადებული, - აცხადებს ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების უკვე სამი შემთხვევა დასტურდება. კლინიკიდან გაწერილ პაციენტებს გაღრმავებული კვლევის შედეგად კოვიდ ინფექცია ისევ დაუდასტურდათ.
დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა რვით გაიზარდა და ამ დროისათვის 721 დადასტურებული შემტხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთლებულია 485. ამ შემთხვევებიდან ერთი ბოლნისის კლასტერს, ხოლო დანარჩენი საკარანტინე ზონას უკავშირდება. სპეციალისტების ინფორმაციით, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.