ხმაურიანი დაკავება მუხრანში. გატაცებული 23 წლის გოგოს მშობლები მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ შვილის ნახვას, რომელიც სამართალდამცველებს პოლიციაში გამოკითხვაზე ყავდათ.
თავდამსხმელები, რომლებმაც ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს დაკავებული არიან.
მიუხედავად იმისა რომ თემურ ნორზალოვს შემაკავებელი ორდერით ეკრძალებოდა გოგოსთან მიახლოება, ახალგაზრდა მამაკაცი არ მორიდებია დღისით გამვლელების თვალწინ, ახალგაზრდა ქალის გატაცებას.
გატაცების ფაქტზე დაკავებულებს 2- დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.