"პირველი შემთხვევა არაა, როცა სახლიდან გაიქცა" - დაკარგულ 14 წლის ბიჭს ისევ ეძებენ

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის სოფელ თამარიანიდან დაკარგული 14 წლის, გელა ჯიბღაშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. არასრულწლოვანი სახლიდან კვირას, დილით გავიდა და არ დაბრუნებულა. ამ დრომდე გამორთული აქვს მობილური ტელეფონიც.

ბოლო ინფორმაციით, ის თბილისში, დიდუბეში მაშინ ნახეს, როცა ბათუმის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა. დაკარგული ბიჭის დედის თქმით, მათ თბილისში ნათესავები არ ჰყავთ. სამძებრო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. 

"როცა მივედი მოსაკითხად აღარ დამხვდა, მხოლოდ ჩუსტები იდო. შვილს ვუთხარი, რომ ალბათ ისევ თბილისში გაიქცა-მეთქი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახლიდან გაიქცა. მანამდე მობილურზეც საუბრობდა. ვკითხე დედას ელაპარაკები-მეთქი?, მაგრამ არ მიპასუხა",- ამბობს გელა ჯიბღაშვილის ბებია.

ცნობისთვის, პოლიციამ დედა და დეიდა უკვე გამოკითხა. გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი