ეჭვი მაქვს, აზერბაიჯანის მთავრობა გარდაცვლილის ძმას გამოიყენებს - ბაკიხანოვის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის, მეგობარი საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა. ბაკიხანოვის ადვოკატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გამოძიება საქართველოში დამოუკიდებლად აზერბაიჯანული მხარის ჩარევის გარეშე გაგრძელდეს, რადგან ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობის დამოკიდებულება პოლიტიკურად დევნილების მიმართ საკმაოდ მკაცრი და არალოიალურია

"გამოძიება კარგად არ წავა, თუ აზერბაიჯანის მხარე ჩაერევა ქართველი გამომძიებლების საქმიანობაში. კარგად მოგეხსენებათ აზერბაიჯანული მხარის პოლიტიკა პოლიტდევნილების მიმართ. რაც შეეხება ცხედარს, საპოლიციო განყოფილებაში ყოფნის დროს გავიგე, რომ მის ძმას გადასცეს. ყველა ფინანსური მხარეც უზრუნველყვეს.

ეჭვი მაქვს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა გარდაცვლილის ძმას პოლიტიკური დევნილებისა და აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენებს. შეიძლება, ძმა სხვადსხვა ტელევიზიებში გამოიყვანონ და ჩვენზე ყველაფერი ცუდი, აზერბაიჯანის მთავრობაზე კი კარგი ალაპარაკონ",- ამბობს ადვოკატი, ავთანდილ მამედოვი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მყოფი აზერბაიჯანელი ბლოგერი. ჰუსეინ ბაკიხანოვი სასტუმრო "სტამბასთან" გარდაცვლილი იპოვეს. 

აფგან მუხთარლის მტკიცებით, ის შენობიდან გადმოაგდეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ბლოგერი 12 ივლისს აზერბაინაჯელთა ჯგუფმა სცემა, რის შემდეგაც, ნაცემმა პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა.  

ჟურნალისტი ჰუსეინ ბაკიხანოვი აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკოსი იყო და 7 მაისის ბაქოში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ბაკიხანოვი მაშინ პოლიციას წამებაში ადანაშაულებდა. გარდაცვლილი ბაკიხანოვი ოფიციალური თბილისისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი