"მთავარის" ინფორმაციით, სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

გამოქვეყნდა:

38 გარდაცვლილი და 4233 ინფიცირებული - ასეთია კოვიდ სტატისტიკის დღევანდელი მაჩვენებელი. ამ მძიმე ვითარების ფონზე, კოლაფსის ზღვარზეა მისული ჰოსპიტალური სექტორი.  

კოვიდ მიმღები ცენტრები პაციენტთა ნაკადს ვეღარ უმკლავდებიან. შეფერხებით მუშაობს ცხელი ხაზიც. პაციენტები ექიმთან გასაუბრებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებიან . "მთავარის" ინფორმაციით, სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა. 

ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ჯანდაცვაში ოფიციალურად არ ადასტურებენ. სპორტის სასახლის დაცვის სამსახურმა კი არაფერ იცის.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი