დიდ დიღომში მიტოვებული შენობა დაიწვა

გამოქვეყნდა:

თბილისში, დიდ დიღომში, გიორგი ტერევერკოს მეორე ჩიხში, ძველი ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. 

არსებული ინფორმაციით, ხანძარი მიტოვებულ  შენობაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი